ხშირად დასმული კითხვები

პროგრამები განკუთვნილია ზრდასრული კორპორატიული გუნდებისთვის, თუმცა შესაძლებელია ადაპტაცია როგორც სკოლის მოსწავლეებზე, ისე ახალგაზრდულ და სტუდენტურ ჯგუფებზე.

გვაქვს ალტერნატიული გეგმა - შესაძლებელია მონაწილეების საწვიმრებით მომარაგება, რაც თამაშებს უფრო მხიარულს და საინტერესოს გახდის, ასევე შესაძლებელია (კომპანიასთან წინასწარი შეთანხმებით) პროგრამის გადატანა დახურულ სივრცეში, რაც დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

დიახ. შესაძლებელია ჰიბრიდული პროგრამის შექმნა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით.

დიახ. საჭიროების შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ ტექნიკურ მხარდაჭერას სრულად.

დიახ. ვმუშაობთ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

ჩვენი პროგრამები ადაპტირდება როგორც მცირე გუნდებზე (20-25 ადამიანი), ასევე მასშტაბურ კორპორატიულ ღონისძიებებზე (300+ მონაწილე).

ვმუშაობთ როგორც ღია სივრცეებში (ბაზები, ბუნება, სასტუმროები), ასევე დახურულ ლოკაციებზე (საკონფერენციო დარბაზები, სპორტული დარბაზები, ოფისები).

ხანგრძლივობა დამოკიდებულია არჩეულ ფორმატზე - 2 საათიდან სრულდღიან ღონისძიებამდე.

დიახ. ყველა აქტივობა ტარდება პროფესიონალი ინსტრუქტორებისა და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით, განსაკუთრებით ექსტრემალურ და წყლის პროგრამებში.

რეკომენდებულია მინიმუმ 2-3 კვირით ადრე, ხოლო მასშტაბური ღონისძიებების შემთხვევაში - უფრო ადრე, სასურველი თარიღის უზრუნველსაყოფად.